მეცნიერების ექსპერიმენტი: “თევზი აკვარიუმში”

მეცნიერების ექსპერიმენტი: “თევზი აკვარიუმში”

დიდ აკვარიუმში მოათავსეს თევზი. თავდაპირველად ის მთელ აკვარიუმში დაცურავდა, მაგრამ შემდეგ მისი ნაწილი გადაკეტეს გამჭირვალე სქელი შუშით და ეხლა თევზს აღარ შეეძლო იქ მოხვედრა. ის ვერ ხედავდა დაბრკოლებას, უბრალოდ ყოველ ჯერზე, როდესაც აკვარიუმის მეორე ნაწილში მოხვედრას ცდილობდა, ეჯახებოდა მას. დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა თევზი უხილავი დაბრკოლების გარღვევას და როდესაც ძალებმა თითქმის დატოვეს ის – მან უკან დაიხია. მეცნიერებმა აიღეს შუშა, მაგრამ თევზს აღარ განუახლებია აკვარუიმის მეორე ნაწილში მოხვედრის მცდელობა. დაცურავდა თავის პატარა სივრცეში მაშინ, როდესაც შეეძლო მთელი აკვარიუმის სივრცით ესარგებლა და ამასთან, ერთხელაც არ უცდია თავისი წყლის საცხოვრებლის სხვა ნაწილში მოხვედრა.

P.s. შეიძლება ჩვენს ცხოვრებაშიც დიდი ხანია აღარ არის დაბრკოლებები, მაგრამ წარსული გამოცდილება, რომელიც მყარად გვაქვს თავში ჩამჯდარი, არ გვაძლევს წინსვლის და შემდგომი განვითარების საშუალებას.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ