იცით თუ არა, რომ…

იცით თუ არა, რომ…

მეოცე საუკუნის დასაწყისში ერთმა შოტლანდიელმა ფერმერმა ბრუნდებოდა რა სახლში, ჩაუარა დატბორილ ადგილს.

უცბად მას მოესმა ვიღაცის ყვირილის ხმა, ვინც შველას ითხოვდა. ფერმერი მაშინათვე გაემართა საშველად და დაინახა პატარა ბიჭი, რომელსაც ჭაობი ითრევდა. ბიჭი ცდილობდა ამოსულიყო იმ საშინელი ჭაობიდან, მაგრამ ყოველი მოძრაობა მას სწრაფ სიკვდილთან აახლოვებდა. 
ბიჭი ყვიროდა შიშისა და სასოწარკვეთილებისგან. ფერმერმა სწრაფად მოჭრა მსხვილი ტოტი, ფრთხილად მიუახლოვდა და გაუწოდა ტოტი ბიჭს. პატარა გამოვიდა უსაფრთხო ადგილას კანკალით. ის დიდი ხნის განმავლობაში ვერ იკავებდა ცრემლებს, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ბიჭი გადარჩა!

– წამოდი ჩემთან სახლში, – შესთავაზა ფერმერმა. – შენ დამშვიდება, გაშრობა და გათბობა გჭირდება.

– არა, არა, – თავი გაიქნია ბიჭმა, – მამა მელოდება და ალბათ, ძალიან ღელავს.

მადლიერებით შეხედა ბიჭმა თავის მხსნელს თვალებში და გაიქცა…

დილით ფერმერმა დაინახა, თუ როგორ მივიდა მის სახლთან მდიდრული ეტლი, რომელშიც შებმული იყვნენ ბრწყინვალე ჯიშიანი ცხენები. ეტლიდან გადმობრძანდა მდიდრულად ჩაცმული ბატონი და იკითხა:

– თქვენ გადაარჩინეთ გუშინ ჩემი ვაჟი?

– დიახ, მე, – უპასუხა ფერმერმა

– რამდენი გადაგიხადოთ?

– ნუ მაწყენინებთ, ბატონო. თქვენ არაფერი გაქვთ გადასახდელი, რადგან მე ისე მოვიქეცი, როგორც უნდა მოქცეულიყო ნებისმიერი ნორმალური ადამიანი.

– არა, მე ამას ასე ვერ დავტოვებ, რადგან ჩემი ვაჟი ძალზედ ძვირფასია ჩემთვის. დამისახელეთ ნებისმიერი თანხა – დაიჟინა სტუმარმა.

– მე აღარ მსურს ამაზე საუბარი, ნახვამდის! – ფერმერი შებრუნდა და წასვლა დააპირა. სწორედ ამ დროს კარში მისი პატარა ვაჟი გამოჩნდა.

– ეს თქვენი ვაჟია? – იკითხა მდიდარმა სტუმარმა.

– დიახ, – სიამაყით უპასუხა ფერმერმა, რომელიც ბიჭს თავზე ხელს უსვამდა.

– მოდით, ასე მოვიქცეთ. მე წავიყვან თქვენს ვაჟს ლონდონში და გადავიხდი მისი განათლების ფულს. თუ ის ისეთივე კეთილშობილი აღმოჩნდება, როგორც მამამისი, მაშინ არც თქვენ და არც მე არ ვინანებთ ამას.

გავიდა რამდენიმე წელი. ფერმერის ვაჟმა დაამთავრა სკოლა და შემდეგ სამედიცინო უნივერსიტეტი. მალე მისი სახელი საყოველთაოდ ცნობილი გახდა, როგორც სახელი ადამიანისა, რომელმაც აღმოაჩინა პენიცილინი. მას ალექსანდრ ფლემინგი ერქვა.

ომის წინ ლონდონის ერთ-ერთ მდიდარ კლინიკაში მიიყვანეს იმ მდიდარი ბატონის ვაჟი ფილტვების ანთების უმძიმესი ფორმით. როგორ ფიქრობთ, რამ გადაარჩინა იგი ამჯერად? – დიახ, პენიცილინმა, რომელიც აღმოაჩინა ალექსანდრ ფლემინგმა.

მდიდარი ბატონის სახელი, რომელმაც განათლება მისცა ფლემინგს, იყო რანდოლფ ჩერჩილი. მის ვაჟს კი უინსტონ ჩერჩილი ერქვა, რომელიც შემდგომში ინგლისის პრემიერ-მინისტრი გახდა. 


უინსტონ ჩერჩილმა ერთხელ თქვა:შენი ნამოქმედარი შენვე დაგიბრუნდება“.
Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ