თქვენ არ გეშინიათ!

თქვენ არ გეშინიათ სიბნელის – თქვენ გეშინიათ იმისა, რაც მასშია.
თქვენ არ გეშინიათ სიმაღლის – თქვენ გეშინიათ ჩამოვარდნის.
თქვენ არ გეშინიათ ადამიანების თქვენს ირგვლივ – თქვენ გეშინიათ უარყოფის.
თქვენ არ გეშინიათ სიყვარულის – თქვენ გეშინიათ, რომ საპასუხოდ არ შეგიყვარებენ.
თქვენ არ გეშინიათ სცადოთ კიდევ ერთხელ – თქვენ უბრალოდ გეშინიათ, რომ კვლავ გეტკინებათ იგივე მიზეზის გამო.