თუ გინდა, რომ ბედნიერი იყო

თუ გინდა, რომ ბედნიერი იყო

თუ გინდა, რომ ბედნიერი იყო,– უნდა მოიპოვო ბედნიერების შენი საკუთარი წილი. ოღონდ, სუფთა თამაშით უნდა ითამაშო,რომ მიღწეულის სიხარულით ტკბობა შეძლო...

თუ გინდა, რომ ბედნიერი იყო,– უნდა მოიპოვო ბედნიერების შენი საკუთარი წილი. ოღონდ, სუფთა თამაშით უნდა ითამაშო,რომ მიღწეულის სიხარულით ტკბობა შეძლო…

ცხოვრება ბრძოლაა და თუ არ იბრძოლებ, გაუჩინარდები…

არასოდეს არ დაკარგო იმედი,თავი,რწმენა და დრო… გჯეროდეს სამართლიანობის, რადგან “სანთელ–საკმეველი გზას არ კარგავს”!…

არ შეგაშინოს ცხოვრების ეკლებმა, იმიტომ რომ მათში ხშირად ვარდები იმალება…კარგი და ცუდი კი, ყოველთვის იარსებებს, რადგან ცხოვრება ბრძოლაა სიკეთესა და ბოროტებას შორის… ხან ერთი იმარჯვებს, ხან მეორე, მოსპობით კი არც ერთი არ მოისპობა, რადგან ცხოვრებისთვის ორივე თანაბრადაა საჭირო.ერთი მეორის საზომია… ბოროტება რომ არსებობს ამიტომ ვაფასებთ სიკეთეს… ზოგჯერ, გული ცრემლებად უნდა დაიღვენთოს, რომ მიხვდე, ღიმილი რამხელა ბედნიერებაა…

აღმართი გაჭირვებით უნდა აიარო, რომ შეიგრძნო რას ნიშნავს მწვერვალზე დგომა. ხანდახან უნდა წაიქცე კიდეც, რომ ადგომის ფასი გაიგო…

სხვანაირად ადამიანად ვერ იქცევი…

მთავარია, არასოდეს დანებდე, იბრძოლე ბედნიერებისთვის, იცხოვრე მართალი ცხოვრებით და იყავი სხვებისთვის მაგალითი… არა მარტო სიტყვით, არამედ შენი ცხოვრების წესითაც.

გახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს მხოლოდ სიტყვა, მაგრამ არ გააჩნია საქმე, ხის მსგავსია, რომელსაც ფოთლები აქვს, მაგრამ ნაყოფი – არა.ამიტომ, ნუ იქნები გზაზე დამდგარი სვეტი, რომელიც ქალაქის გზას მიუთითებს, მაგრამ თავად ადგილიდან არ იძვრის… არამედ იყავი წინამძღოლი, რომელიც სხვებსაც უჩვენებს გზას და თავადაც წინ მიდის. იარე უკეთესი მომავლისკენ, არასოდეს შეჩერდე, იბრძოლე ბედნიერებისთვის!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1526 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ბიზნეს-ახალგაზრდობის თანადამფუძნებლის – პეტრე ოსიპოვის წლის 8 ინსაიტი

1. საჭირო არ არის მოჩხუბარი ძაღლივით იყოთ. ყველა საკითხის ნეგატიურ მოტივაციაზე აგებაც არ არის საჭირო. ყველაფერი უნდა ააგოთ პოზიტივზე. 2. როცა გვეჩვენება, რომ გარშემო ყველაფერი ცუდია და შემაწუხებელი, ამას გარე

Print Friendly, PDF & Email

წარმატების 7 საიდუმლო ჯეკ კენფილდისგან

1. სრული პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ ცხოვრებაზე. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცნება ცხოვრებაში არის ის, რომ ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი ჩვენს ცხოვრებაზე და კეთილდღეობაზე, წარმატებასა და მიღწევებზე. რეალურად მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი

Print Friendly, PDF & Email

30 მარტივი საშუალება იმისათვის თუ როგორ დაანახოთ თანამშრომლებს, რომ აფასებთ

1. მოქნილი გრაფიკი – ორგანიზაციების უმრავლესობა თანამშრომლებისგან მოითხოვს მთელი სამუშაო დროის მანძილზე ოფისში ყოფნას. თუმცა, არის კომპანიები, რომლებიც საშუალებას აძლევენ თავისზე მორგებული გრაფიკით იმუშაონ და კიდევ არის ისეთი ორგანიზაციები, სადაც

Print Friendly, PDF & Email

10 მცნება რკინის დისციპლინისთვის

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ სრული წარმატებისთვის უმაღლესი განათლება, კარგი კონტაქტები ან საბანკო ანგარიშზე თანხა არ გყოფნით, იცოდეთ, რომ ცდებით! თქვენ არ გყოფნით დისციპლინა. თუ თქვენ გინდათ, რომ განვითარებაში კვანტური ნახტომი

Print Friendly, PDF & Email

როგორ მოვიქცეთ თუ ჩვენი არ სჯერათ ახლობელ ადამიანებს?

ცხოვრებაში ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გეტყვიან, რომ ვერ შეძლებთ. ისინი არიან მარცხს შეგუებული, წარუმატებელი ადამიანები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ თავიანთი წარუმატებლობა ნებისმიერი მიზეზით გაამართლონ და მერე თქვენც დაგაკარგვინინ მომავლის იმედი. როგორ

Print Friendly, PDF & Email

10 ისტორია, რომლებიც ამტკიცებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში

1. ბებია მოზეზს არასოდეს უსწავლია სკოლაში და სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვარი გახდა. ის პატარა ფერმაში ცხოვრობდა, ბავშვობიდან ბევრს მუშაობდა. ხატვა კი მაშინ დიწყო, როცა 76 წლის

Print Friendly, PDF & Email