ვიქტორიანული ეპოქის ჯენტლმენების ქცევის წესები, რომელსაც აქტუალობა არ დაუკარგავს

ვიქტორიანული ეპოქის ჯენტლმენების ქცევის წესები, რომელსაც აქტუალობა არ დაუკარგავს

ეტიკეტისა და სოციალური ნორმის პრინციპების მკაცრი მიმდევრობა არის ის, რამაც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ინგლისელი შთამომავლების თვალში წესიერებისა და კარგი აღზრდის ნიმუშად აქცია. აღნიშნული ეპოქის ქცევის ბევრ ნორმას აქტუალობა არც ახლა დაუკარგავს.

  1. მოკრძალება კოსტიუმის შერჩევის დროს ყოველთვის სასურველია, ვინაიდან იგი გარშემომყოფებს განაწყობს მისკენ, ვინც მას ატარებს.
  2. მოკრძალებული ადამიანი იშვიათად არის შურის ობიექტი.
  3. იფიქრეთ როგორც ბრძენმა, მაგრამ ისაუბრეთ როგორც საუბრობენ თქვენს გარშემო მყოფი ადამიანები.
  4. იყოთ კარგი მსმენელი დიდი ნიჭია, რომლის განვითარებაც არ არის ადვილი. კარგად აღზრდილი ადამიანი უნდა ფლობდეს ამ უნარს, რაც არ უნდა რთულად მიეცეს იგი მას.
  5. კარგად აღზრდილები იშვიათად ატარებენ ბოლო მოდის ნივთებს, ეს დენდისა და პოზიორების პრივილეგიაა. ამის მიუხედავად, კარგად ჩაცმა დიდი ღირსებაა
  6. ლორდი ჩესტრფილდი ამბობდა: „ფუფუნება ტანსაცმელში გულისხმობს მსოფლიოს მცდარ აღქმას“.
  7. წინდახედულება და ღირსეული ქცევა როგორც ვერცხლის ფული, ყოველთვის ღირებულია.
  8. ყოველმა მშობელმა უნდა ასწავლოს თავის შვილს დანა-ჩანგლის ხმარება. არაფერია იმაზე უსიამოვნო, ვიდრე აღმოჩენა ისეთ კერძთან, რომელიც არ იცი სწორად როგორ მიირთვა.
  9. ლორდ ჩესტერფილდი ამბობდა: „ცეკვები უმნიშვნელო და სულელური ქმედებაა, მაგრამ ეს სოციალური სიგიჟის ის ფორმაა, რომელშიც დრო და დრო უნდა ჩაეშვან გონიერი ადამიანებიც კი.
  10. თუ თქვენ მეუღლესთან ერთად იმყოფებით საცეკვაო საღამოზე, არასოდეს იცეკვოთ მასთან გარდა პირველი ცეკვისა.
  11. ქალების საპირფარეშო – ადგილი, სადაც არ უნდა შეიხედოს არც ერთმა ჯენტლმენმა.
  12. ჯენტლმენები არასოდეს უნდა შეიკრიბონ ჯგუფად და დატოვონ ქალბატონები ყურადღების გარეშე
  13. თუკი ქალბატონებთან ერთად ადიხართ კიბეზე, ყოველთვის იარეთ მათ წინ ან გვერდით, მაგრამ არასოდეს უკან
  14. როდესაც ქუჩაში გვერდით გაუვლით მარტოხელა ქალს, ნურც ააჩქარებთ და ნურც შეანელებთ ნაბიჯებს. არასოდეს შეათვალიეროთ დაჟინებით მისი კაბა
  15. სტუმრების მიღების დროს ყველაფერი გააკეთეთ, რათა მათ თავი იგრძნონ როგორც საკუთარ სახლში. უბრალო შეთავაზება რომ მათ თავი იგრძნონ როგორც საკუთარ სახლში, საკმარისი არ იქნება.
  16. უსაქმურ კაცთან ერთხელ საუბარი საკმარისია, რათა მოისმინოთ ყველაფერი, რაც მან იცის ამ ცხოვრებაში.
  17. მამაკაცი, რომელიც ახლავს ქალბატონს და თან ეწევა სიგარას, ეჭვის ქვეშ აყენებს ქალის რეპუტაციას.
  18. ჯენტლმენი არ უნდა იდგეს სასტუმროს კარებთან ან ქუჩის კუთხეში და ათვალიერებდეს გამვლელ ქალებს.
  19. როცა მამაკაცი ქორწინდება, ყველა მისი ძველი კავშირები უნდა დასრულდეს, თუკი ის არ მიანიშნებს სურვილზე განაახლოს კავშირები.
  20. ნუ იქნებით ეგოისტი, მაგრამ დათმეთ წვრილმანებში.
  21. თუკი წარგადგენენ უფრო მაღალი სოციალური მდგომარეობის მქონე ადამიანთან, შემდეგი შეხვედრის დროს თქვენ არ უნდა გამოხატოთ რომ იცანით იგი, ვიდრე ის თავად არ გამოხატავს ამას.
  22. თუკი თქვენ არ შეგიძლიათ ან არ გსურთ სიმღერა, განაცხადეთ ამის შესახებ სერიოზულად და დარწმუნებით, რათა საბოლოოდ დაუსვათ წერტილი თხოვნებს
  23. არასოდეს უამბოთ ერთი ქალბატონის მუსიკალური ტალანტის შესახებ მეორეს.
  24. ადამიანის დაცინვა ამ უკანასკნელის თანდასწრებით ან გარეშე, დამამცირებელია ჯენტლმენისთვის. მახვილგონიერმა დაცინვამ შეიძლება გამოიწვიოს გარშემომყოფთა სიცილი, მაგრამ არ გამოიწვევს მათ პატივისცემას.
  25. არასოდეს იკითხოთ საზოგადოებაში.
  26. მარტო დარჩენის ჟამს თვალი მიადევნეთ თქვენს აზრებს, ოჯახის წრეში ხასიათის გამოვლენას, ხოლო ნაცნობებს შორის – ენას.

საზოგადოება ჰგავს ჯაჭვს ბევრი რგოლით. აკონტროლეთ, რომ ჯაჭვის თქვენი ნაწილი არ დაჟანგდეს და მტვრით არ დაიფაროს.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ