ვინ არის ნამდვილი მამაკაცი?

ვინ არის ნამდვილი მამაკაცი?

1. ნამდვილმა მამაკაცმა ყოველთვის იცის რა მისწრაფება უნდა ჰქონდეს. მას აქვს მიზანი და იცის როგორ მიაღწიოს საწადელს. მას შეუძლია სწორად დააყენოს პრიორიტეტები და დრო ტყუილად არ გაფლანგოს. ის აცნობიერებს, რომ მას სჭრიდება ფინანსური სტაბილურობა, ოჯახი და საყვარელი საქმე.

2. ასეთი მამაკაცი ნამდვილად ძლიერია, და არა მხოლოდ ფიზიკურად. ის ძლიერია სულიერად. არასოდეს წუწუნებს და ყოყმანობს. გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ ის მიყვება მათი შესრულების გზას. საჭიროების შემთხვევაში იჩენს მოქნილობას და ცდილობს მოერგოს მიმდინარე ვითარებას. მას არ ეშინია აღიაროს, რომ ზოგჯერ მართალი არ არის და ცდილობს შეძლებისდაგვარად სწრაფად გამოასწოროს შეცდომები. მისი სიტყვები ყოველთვის საქმის ტოლფასია. ის სიტყვაძუნწი და თავშეკავებულია. საკუთარ თავზე და ოჯახზე პასუხს აგებს.

3. მნიშვნელოვანია ახლობლებისა და ნათესავების ინტერესები. მისი ოჯახი არის არამარტო ცოლ-შვილი, არამედ მშობლები, დები და ძმები. ყველა ეს ადამიანი იმყოფება მისი საიმედო დაცვის ქვეშ.

4. ის არასოდეს ჭორაობს. არ ტრაბახობს და უაზროდ არ საუბრობს. არ მონაწილეობს საყოველთაო განხილვებში და ნაკლებად ნაცნობი ადამიანების შეფასებისგან თავს იკავებს.

5. ის დაპირებებს ყოველთვის ასრულებს. ზედმეტს არ ლაპარაკობს, სიტყვაზე რომ არ გამოიჭირონ. თუ მას არ შეუძლია შესრულება, არავითარ შემთხვევაში არ დაგპირდებათ. ღირსება მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული და დრო.

6. ის ყოველთვის სამაგალითოა, მაშინაც კი, როცა თავად ამას არ ცდილობს. მას ბაძავენ ბავშვები, მისი ავტორიტეტი ძალიან დიდია სამსახურში. ამასთან, ის არ ახმოვანებს რომ მთავარი ისაა, ის საკუთარი ქცევით ავლენს ამას.

7. მას შეუძლია ფინანსური სახსრების ისე მართვა, რომ კაპიტალი გაიზარდოს. ის არ სესხულობს და ყოველთვის თავისით შოულობს.

8. ის ყოველთვის მოვლილია, მაგრამ არა ქალივით განაზებული. ჰიგიენური, მოწესრიგებული და მკაცრია. ამასთან საერთოდ არ არის პომპეზური, პირიქით, ის მეგობრული და გახსნილია. მისი თავდაჯერებული და შეუპოვარი გამომეტყველება იზიდავს პოზიტიურად განწყობილ ადამიანებს და ეს მისი წარმატების საფუძველია.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ