ეჭვიანობა…

ეჭვიანობა…

ადამიანთა სრული უმრავლესობა ვისაც არ უნდა კითხოთ ეჭვიანობაზე, გეტყვით რომ ის ცუდი თვისებაა მაგრამ იგივე ადამიანები თვითონ, დიდი ალბათობით გარკვეული დოზით ეჭვიანები არიან…

ეჭვიანობის მცნება რთული ბუნებისაა რადგან ეჭვიანობა შეუძლიათ როგორც განათლებულ და ჭკვიან ადამიანებს ისე გაუნათლებელ და სულელ ადამიანებს… მაგრამ ჭკვიანი ადამიანი ამას ყოველთვსი მალავს და ასე ვთქვათ “ჭკვიანურად” ეჭვიანობს ამა თუ იმ მოვლენაზე, შემთხვევასა თუ კონკრეტულ ადამიანზე… 
დღევანდელი სამყარო სიცრუით და ტყუილებით არის სავსე ხოლო იქ სადაც ტყუილი და სიცრუე დიდი დოზით გვხვდება ეჭვიანობა ბუნებრივად იბადება როგორც სიცრუის შედეგი…

თვითონ სიტყვა ეჭვიანობის განმარტება შემდეგში მდგომარეობს: ადამიანების მიმართ უნდობელი და ფრთხილი დამოკიდებულება, ნათქვამია მცირე დოზით ეჭვიანობა სასაიმოვნოც კი არის პარტნიორი ადამიანისთვის, რადგან ერთგვარი ყურადღების გამომხატველია და უტყუარი დასტურია იმისა, რომ ამ ადამიანს შენდამი გარკვეული სახის ინტერესი გააჩნია…

ალბათ ყველას შეგხვედრიათ ცხოვრებაში კეთილშობილი, ზრდილობიანი და სათნო ადამიანი ასეთ ადამიანისგან ეჭვიანობა ძალიან იშვიათია ან საერთოდ გამორიცხულია რადგან მისთვის სიყვარული და ნდობა უფრო ღირებულია და მისაღები ვიდრე ეჭვიანობა და უნდობლობა …

ადამიანებს არასოდეს მოგვწონს როცა ჩვენზე ეჭვიანობენ და ჩვენში ეჭვი შეაქვთ, იქნება ეს ჩვენი რაიმე საქციელი თუ შესაძლებლობა, არავის გვსიამოვნებს ამიტომ ჩვენც ნუ ვიქნებით ადამიანთა მიმართ ეჭვიანები რადგან უნდა გვახსოვდეს რომ ეს არავის სიამოვნებს და ყოველთვის კონფლიქტის მიზეზი ხდება…

ეჭვიანობა სიცრუის და უნდობლობის შვილია ხოლო იქ სადაც სიყვარული და ნდობაა ეჭვიანობა მინიმუმამდე არის დაყვანილი…რადგან ეჭვიანობა ასეთი ძლიერია და ყველგან აქვს ფესვები გადგმული და უშეცდომოც არავინაა, სიყვარულს აქვს ერთი უნიკალური თვისება ეს არის პატიება… როდესაც ადამიანს რაიმე ეშლება და შენ მას გულწფელად პატიობ და არ ხდები ამის გამო ეჭვიანი მის მიმართ “ჩასაფრებული ადამიანის პოზას არ იღებ” ამ ადამიანს ნდობა და პატივისცემა ერთი ორად ეზრდება შენს მიმართ…

ხოლო როდესაც პატიება არ შეგიძლია და ეჭვიანი ხდები მის მიმართ მასში იწვევ ზიზღს და უნდობლობას… რაც თქვენს ურთიერთობას სიცრუის და უნდობლობის დონეზე დაიყვანს ეს ყველაფერი კი ისევ ეჭვიანობის საფუძველი ხდება…

ასე რომ ნურავის ნუ მისცემთ ეჭვიანობის საბაბს და თვითონაც ნუ იეჭვიანებთ 🙂

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1505 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like