გავაკეთოთ საქონელზე ფასნამატი სწორად

გავაკეთოთ საქონელზე ფასნამატი სწორად

მანამ, სანამ საქონელზე ფასნამატს დაადებთ, საჭიროა საკუთარი პროდუქცია დაყოთ კატეგორიებად და განსაზღვროთ რას ყიდულობენ ხშირად. ამის შემდეგ ყველა კატეგორიაში უნდა განსაზღვროთ ყველაზე პოპულარულები, ცდობადი საქონელი. ჩვეულებრივ რეკლამირებადი, ან უბრალოდ კარგად გაყიდვადი, ყოველდღიური გამოყენების პროდუქტია. სწორედ მათზე აკეთებს მყიდველი ორიენტაციას და იმახსოვრებს ფასს.

რატომ? პასუხი მარტივია: ადამიანს, ვისი ცხოვრებაც დაკავშირებული არ არის საბითუმო ვაჭრობასთან, უჭირს ყველა საქონლის სახელი დაიმახსოვროს, აღარაფერს ვამბობთ ამ საქონლის ფასის დამახსოვრებაზე. ამიტომ, როგორც წესი ის იმახსოვრებს იმ საქონლის ფასს, რომლის დასახელება მარტივია და კარგად ცნობილი. ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამ საქონელზე საჭიროა დაბალი ფასნამატის დადება, დაახლოებით 5-12%. ზოგიერთი მეწარმე ასეთ საქონელს თვითღირებულების ფასად ყიდის, რომ შეიქმნას იმიჯი დაბალი ფასებით.

აქედან გამომდინარე შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა, რომ გაყიდვადი და დარეკლამებული საქონელი უნდა იყიდებოდეს ყველაზე დაბალი ფასნამატით. მაგრამ რაზე უნდა დაგრჩეთ მოგება? დაიმახსოვრეთ ერთი ჭეშმარიტება: მყიდველები ნაკლებად მგრძნობიარენი არიან ფასზე, თუ საქონელი ცუდად შედარებადია, რადგან თუ ვერაფერს ადარებს, მაშინ ადამიანი ხვდება, რომ ვერ გაარკვევს იაფად გაქვთ ეს საქონელი სხვა მაღაზიებთან შედარებით თუ არა. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ასორტიმენტში ისეთი საქონელი უნდა დამაატოთ, რომელიც მყიდველისთვის ნაკლებადცნობილია. ეს რთული სულაც არ არის.

პირველ რიგში, თამამად შეგიძლიათ გააკეთოთ ფასნამატი მცირემასშტაბიანი მწარმოებელი ფირმის საქონელზე. სხვადასხვა მაღაზიებში გვხვდება ერთი და იგივე საქონლის სხვადასხვა მარკა და სად უნდა შეადარონ ამ შემთხვევაში ფასები?

მეორე – კარგი შემოსავლის მოტანა შეუძლია საქონელს, რომელიც დაკავშირებულია ძირითად ასორტიმენტთან. რომელი მყიდველი დაიმასხოვრებს მაგალითად ყველა სოუსის, ლუდის და საკვების ფასებს?

მესამე, ასეთი საქონლის პარალელურად არსებობს საქონელი, რომელიც არ შედის საასორტიმენტო მინიმუმში. ეს საქონელი არის პრეტენდენტი კლასიკური ფასნამატით გაყიდვისთვის.

მეოთხე, მშვიდად შეგიძლიათ დაადოთ ფასნამატი ახალ საქონელს. ნებისმიერი სიახლე შეიძლება გაიყიდოს უფრო ძვირად ვიდრე მისი ნორმალური ფასია. მართალია ეს მხოლოდ დასაწყის პერიოდში ხდება, რადგან საქონელი შემდეგ ყველგან ჩნდება და მყიდველს უკვე შეუძლია ფასების შედარება.

და ბოლოს, მეხუთე: ფასნამატი დაადეთ პრემიუმ სეგმენტის საქონელს, ანუ მაღალი ფასის კატეგორიის საქონელს. ასეთი საქონელი ყველა მაღაზიაში არ იყიდება, ამიტომ მათი ფასის შედარება რთულია. ასეთ საქონელს ბრუნვა დაბალი აქვს, სამაგიეროდ შემოსავალი აქვს კარგი.

შევაჯამოთ. წარმოგიდგენთ საქონელს, რომლებზეც შეგიძლიათ დაადოთ მაღალი სავაჭრო ფასნამატი:

  • მცირემასშტაბიანი საწარმოების ნაკლებად ცნობილი საქონელი
  • საქონელი, რომლებიც არ შედის საასორტიმენტო მინიმუმში
  • ძირითად ასორტიმენტთან დაკავშირებული საქონელი
  • სიახლეები
  • „პრემიუმ“ კლასის საქონელი

აი ასე, სწორი გათვლებით და პატარა ხრიკების დახმარებით შესაძლებელია მყიდველს აგრძნობინოთ, რომ თქვენთან ყელაზე დაბალი ფასებია. ფასწარმოქმნის ასეთ პრინციპს პრაქტიკაში იყენებენ არამარტო პატარა სავაჭრო წერტილები, არამედ მსოფლიო დონის მსხვილი სავაჭრო ქსელები.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like