ბილ გეითსი ცხოვრებას გვასწავლის ანუ 11 წესი წარმატებისათვის
1352 Views

ბილ გეითსი ცხოვრებას გვასწავლის ანუ 11 წესი წარმატებისათვის

არც ისე დიდი ხნის უკან ბილ გეითსი, უფროსკლასელებთან ურთიერთობისას, გაახმოვანა 11 პრინციპი, რომლებსაც მოზარდები ვერასოდეს ვერ გაიგებენ სასკოლო პროგრამიდან.

არც ისე დიდი ხნის უკან ბილ გეითსი, უფროსკლასელებთან ურთიერთობისას, გაახმოვანა 11 პრინციპი, რომლებსაც მოზარდები ვერასოდეს ვერ გაიგონებენ სასკოლო პროგრამიდან.

გეითსის აზრით, მეტისმეტი ოპტიმიზმი და პოლიტკორექტობა ბოროტ ხუმრობას თამაშობენ ახალგაზრდებთან, სამყაროს აღთქმის რეალობისაგან შორი წარმოდგენის ფორმირებით, რასაც მომავალ მოწიფულ ცხოვრებაში აუცილებლად მივყავართ წარუმატებლობისაკენ. გაეცანით პლანეტის ერთერთი ყველაზე წარმატებული ადამიანის პრინციპებს.

  1. ცხოვრება უსამართლოა – მოგვიწევს მივეჩვიოთ ამას!
  2. გარშემომყოფებს უფურთხებიათ შენს თვითშეფასებაზე. შენ მოგიწევს საქმის დამთავრება თუნდაც თუკი შენ არ ხარ დარწმუნებული საკუთარ თავში.
  3. ნუ გექნება სკოლის დამთავრებისთანავე $60 000 წლიური შემოსავლის მიღების იმედი. შენ ვერ გახდები ფირმის ვიცე-პრეზიდენტი უბრალოდ იმიტომ, რომ შენ “კარგი ბიჭი” ხარ, შენ უნდა გამოიმუშაო ეს.
  4. ფიქრობ, რომ შენი მასწავლებელი ძალინ მკაცრია? გვერდიდან შეხედავ საკუთარ თავს, როდესაც თვითონ გახდები ხელმძღვანელი.
  5. კაფეში ჭურჭლის გარეცხვა შენს ღირსებაზე დაბალი არ არის. შენი წინაპრები სხვა სიტყვას ხმარობდნენ ასეთი სამუშაოსათვის – ისინი ეძახდნენ ამას საშუალებას.
  6. თუკი შენ მოხვდი უსიამოვნებაში, ეს შენი მშობლების ბრალი არ არის, ნუ წუწუნებ, შეცდომებზე სწავლობენ.
  7. შენი მშობლები შენს დაბადებამდე ურთიერთობაში იყვნენ უბრალონი და მხიარულები. ისინი გარდაიქცნენ მაბეზარებად, შენი ანგარიშების გადახდით, შენი ტანსაცმლის გარეცხვით, და ცდილობდნენ კარგი ჩვევების დანერგვა შენში. ამიტომაც, სანამ დაიწყებ მათთვის ჭკუის დარიგებას, ჯერ დაალაგე შენი ოთახი და ტუალეტი გაწმინდე.
  8. შესაძლოა თქვენი სკოლა არ ყოფს მოსწავლეებს ლიდერებად და წარუმატებლებად, მაგრამ ცხოვრება ყოფს. ზოგიერთ სკოლებში არ წერენ ცუდ ნიშნებს და აძლევენ მოსწავლეებს იმდენ მცდელობებს, რამდენიც სჭირდებათ, რომ სწორედ უპასუხონ. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში არ არის მსგავსი არაფერი.
  9. ცხოვრება არ იყოფა მეოთხედებად და სემესტრებად. ცხოვრებაში შენ არ გექნება არდადეგები და არავინ არ დაგელოდება სანამ შენ საკუთარ თავს ეძებ.
  10. რეალური ცხოვრება შორია იმისაგან, რასაც აჩვენებენ ტელევიზიით. სინამდვილეში ყველანი ყოველდღე მუშაობენ, და არ ნებივრობენ კაფეში.
  11. ნუ დასცინი ბოტანიკებს და მზუთხველებს. სავსებით შესაძლებელია, რომ ძალიან მალე შენ იმუშავებ რომელიმე მათგანზე.
Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like