ბიზნესმენები უკან იხევენ და იგებენ

ბიზნესმენები უკან იხევენ და იგებენ

ბიზნესმენები უკან იხევენ და იგებენ

კონკრეტული მიზნის მიღწევისთვის საჭირო შეუპოვრობის – მნიშვნელობას ხშირად აჭარბებენ. სიცოცხლეს ყოველთვის შეუძლია კორრექტირების შეტანა ჩვენს საწყის გეგმაში.

მიზნის დაგეგმვის უნარი და გამომუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედება – ღირსეული საქმიანობაა. თუმცა ძალიან ხშირად ჩვენ გვინდა ჩვენი გეგმის ყველა დეტალის გაკონტროლება, და ვადემონსტრირებთ ურყევ ნებისყოფას და მიზანდასახულობას, ახალი საინტერესო შესაძლებლობების შეუმჩნევლად რომელიც გაიხსნა ჩვენს წინაშე.

თუ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არჩეული მიმართულებით მოძრაობა, მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად გადავაგდოთ ძველი და არაეფექტური შესაძლებლობები (ჩვევები) და ვისწავლოთ ახალი.

თუ დაჟინებულობას პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ – უკან ნუ დაიხევ, იყავი დაჟინებული, რასაც არ უნდა გიღირდეს ეს – მაშინ ადრე თუ გვიან ჩვენ დავეჯახებით რეალურად გადაულახავ დაბრკოლებას და სხვა ვარიანტების მშვიდად ძიების მაგივრად, ჩვენ დავიტანჯებით სინდისის ქენჯნით, დანაშაულის შეგრძნებით და დავკავდებით საკუთარი თავის მათრახით ცემით. ჩვენ ვიყავით დაჟინებულნი, ამავე დროს ვერ მივაღწიეთ მიზანს. მაგრამ ჩვენი შეუპოვრობა უნდა იყოს გონივრული და ცოდნისმოყვარე ადამიანის შეუპოვრობა, რომელიც მზად არის მშვიდად შეამოწმოს ერთი ჰიპოტენუზა, შემდეგ მეორე და მცდარზე უარი თქვას.

ჩვენი შრომის ფასი მართლა დიდია. სიზარმაცე და უსაქმურობა ვერასოდეს ვერ მოგვცემს საშუალებას მივაღწიოთ კარგ შედეგებს. შეუძლებელია მიიღო ბევრი, თუ ბევრი არ ჩადე. მაგრამ ჩვენი შენატანი უნდა იყოს მრავალწახნაგოვანი – ჭკუაც, ემოციებიც, დაჟინებულობაც, და მაღალი მიზნების დაყენების უნარიც.

თქვენ არ გაწყობთ დღევანდელი შედეგი? სცადეთ შეცვალოთ რაიმე, გააანალიზეთ შედეგები, ისწავლეთ სხვებისაგან, ღიად გეჭიროთ თქვენი გონება. ნუ ექვემდებარებით ინერციას, დროულად შეცვალეთ მიმართულება, უკან დაიხიეთ, თუ საჭიროება მოითხოვს, და ისევ წინ იმოძრავეთ. შესაძლოა, ეს იქნება თქვენთვის მოღვაწეობის სრულიად უცნობი სფერო. ნუ ექვემდებარებით პროვოკაციებს, რომ გამარჯვებულები არასოდეს არ იხევდნენ უკან. ნუ აქცევთ ყურადღებას მოწოდებებზე “მიაწექი”.

მარტო დაჟინებულობით შედეგებს ვერ გამოასწორებ. თქვენ არ ხართ ვალდებულნი ითამაშოთ ფოლადის კაცის როლი “Iron Man”, რომელმაც არ იცის რა არის ეჭვი და მარცხი, თქვენ უნდა იყოთ ის ვინც ხართ, გამომჟღავნდეთ ამ ცხოვრებაში მთელი თქვენი სილამაზით და გააკეთოთ ყველაფერი, რაც თქვენ შეგიძლიათ და გააკეთოთის რაც გინდათ.

როგორც კი გიჩნდებათ ეჭვები მიზნის მიღწევისათვის თქვენს მიერ არჩეული ხერხის მართებულებაში – იექსპერიმენტეთ. ნუ ელოდებით სასწაულს. შეუპოვრობა – ჯადოსნური ჯოხი არ არის. შეცვალეთ თქვენი ცხოვრება, შეეცადეთ გააკეთოთ იგი უკეთესი. ნუ ელოდებით ყოველ წამს თქვენი ნებისმიერი ნაბიჯის მოწონებას. შეიძლება, ვინმეს თქვენი გადაწყვეტილება მოეჩვენება როგორც უკან დახევა, მაგრამ თქვენ, როგორც “თქვენი ცხოვრების გამოცდილი სარდალი” იცით, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ტაქტიკური მანევრია და თქვენ აგრძელებთ თქვენს წინ მოძრაობას.

დაუკვირდით თქვენს წარმოდგენას მიზნების, შეუპოვრობის და წარუმატებლობების შესახებ. შეაფასეთ ექსპერიმენტის მნიშვნელობა და საჭიროება თქვენს ცხოვრებაში. განზრახ ნუ ეძებთ არც ადვილ, არც ძნელ გზებს. ეძებეთ თქვენი გზა.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1490 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like