ბერტრან რასელი: ცხოვრების დიდი ქვები

ბერტრან რასელი: ცხოვრების დიდი ქვები

ფილოსოფიის ლექტორი ლექციას ატარებდა. მან მაგიდაზე დადგა მინის განიერყელიანი ჭურჭელი, დადო რამოდენიმე ქვა, პარკით მინის ფერადი ბურთულები და ქვიშა… ასევე ყავა რომელსაც იგი მიირთმევდა.

შემდეგ აუდიტორიას გადახედა და მინის ჭურჭელში რამოდენიმე დიდი ქვა ჩაალაგა. მიუბრუნდა სტუდენტებს და ჰკითხა სავსე იყო თუ არა ჭურჭელი. სტუდენტებმა უპასუხეს რომ სავსე იყო.

მაშინ ლექტორმა მინის ფერადი ბურთულები აიღო და ამ ჭურჭელში ჩაყარა, ბურთულებმა ქვებს შორის არსებული ადგილები დაიჭირეს. ლექტორი ისევ მიუბრუნდა სტუდენტებს და ისევ ჰკითხა, სავსე იყო თუ არა ჭურჭელი. სტუდენტებმა ამჯერად თავი შეიკავეს.

შემდეგ ლექტორმა აიღო ქვიშა და ჭურჭელში ჩაყარა, ქვიშამ ქვებსა და მინის ბურთულებს შორის დარჩენილი ადგილი დაიკავა. ლექტორი მიუბრუნდა სტუდენტებს და ისევ ჰკითხა, სავსე იყო თუ არა ჭურჭელი. ამჯერად რამოდენიმე სტუდენტმა დარწმუნებუთ თქვა, რომ იგი სავსე იყო.

ლექტორი მიუბრუნდა ჭურჭელს, აიღო თავისი ყავის ჭიქა და დარჩენილი ყავა შიგ ჩაასხა. შემდეგ კვლავ მიუბრუნდა სტუდენტებს და ჰკითხა, თუ რომელი მათგანი მიხვდა ამ ყველაფრის აზრს. არცერთმა სტუდენტმა ხმა არ ამოიღო.

მაშინ ლექტორმა განმარტა: მინის ჭურჭელი, ეს ჩვენი ცხოვრებაა. დიდი ქვები, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამეებია ჩვენს ცხოვრებაში, ოჯახი, საყვარელი საქმე, მეგობრები… მინის ბურთულები, ესაა წვრილმანები, რომლებსაც სიამოვნება მოაქვს ჩვენთვის და ცხოვრებას გვიხალისებს… ქვიშა ეს ათასი წვრილმანი და პრობლემაა, მათთვის ყურადღების მიქცევაც არ ღირს.

ლექტორი აქ გაჩუმდა და დაელოდა… სანამ ერთ-ერთი სტუდენტი არ წამოდგა და იკითხა, თუ რას ნიშნავდა ყავა.

ლექტორმა განმარტა: რაც არ უნდა დაკავებულები და დატვირთულები ვიყოთ ჩვენს ცხოვრებაში, ყოველთვის მოიძებნება დრო მეგობრებთან ერთი ჭიქა ყავის დასალევად.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1493 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ